აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი – ხელოვანთა მიმდინარეობა, რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის.
ავანგარდიზმი – XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება.
ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს.იგი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს.
ბაროკო – (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
დადაიზმი – 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში.
დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი.

ექსპრესიონიზმი – ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში.ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ.
იმპრესიონიზმი – მიმდინარეობა,რომელიც ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან -შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან -შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
კონცეპტუალიზმი – ავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც აღმოცენდა 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში.
მოდერნიზმი – კულტურული მიმდინარეობაა, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ
.
.
როკოკო – ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“ (ფრანგ.: Rocaille; ქართ.: ნიჟარის ნაკეთობა)

რომანტიზმი – მიმდინარეობა, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კისაფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არისხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა.
არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

-0ოიუყტრფდეს
ReplyDeleteknown
ReplyDelete1+2=3
if u find it i am sandro gurgenidze from iberia
ReplyDelete:)