რა არის მხატვრობა ?


 არაერთი მწერლის, მხატვის, კრიტიკოსისა თუ ჩვეულებრივი ადამიანის მოსაზრება წამიკითხავს იმის შესახებ, თუ რა არის მხატვრობა. სიტყვა მხატვრობის საერთაშორისოდ მიღებული განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მხატვრობა ეს უბრალოდ ტილოზე (ქაღალდზე) ფუნჯით (კალმით, ფანქრით) საღებავების დატანა და რაიმე კონკრეტული სიუჟეტის გადმოცემაა
     მხატვრობა შეხების ხელოვნებაა: ფანქრის ან ფუნჯის დაჭერის ინტენსივობა.იგი მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ  გამოქვაბულის  სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  მოსზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ  საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა.  ფრანგი მხატვარი  მანე ისე აღაშფოთა  ერთ–ერთი კრიტიკოსის  მიერი გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს. 
 
წყაროები:
http://mericecxladze.blogspot.com/2011/06/blog-post_8644.html
http://barcelonismo.wordpress.com/2010/09/10/399/

No comments:

Post a Comment